“ცოცხალი წიგნები“

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრა მკითხველთან გაიმართება. მკითხველს შეხვდებიან: • ელა გოჩიაშვილი • ვახტანგ ვახტანგაძე • ცირა ბარბაქაძე • ედუარდ უგულავა პროექტი „ცოცხალი წიგნები”, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საიუბილეო წელს განახლებულ ფორმატში და ახალი ავტორებით ხვდება მკითხველს.