ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, დაღუპულები ცოლ-ქმარი იყვნენ. შემთხვევა გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...
მესტიაში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები...
მესტიის ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი. კერძოდ: 1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ...
განათლების სამინისტრო – ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისროს ინფორმაციით, მსურველი პირები დარეგისტრირებას 2025 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2025 წლის...
21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის კმ178+000 - კმ185+000 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს (კალა-უშგულის მონაკვეთი). არსებული პროექტით გათვალისწინებულია მთის ფერდის ხელით დამუშავება. უწყების ცნობით, სამუშაოს შესრულება დაწყებულია და დასრულდება 30 სექტემბერს. სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში სოფელ...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. "შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000-მდე მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში...
18 სექტემბერის დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარიამ ჯაფარიძემ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა მესტიის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები. ა(ა)იპ მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 1. ქეთევან ხვიბლიანი -ოქრო 2. თინათინ ჯაფარიძე- ოქრო 3. მარიამ ჯაფარიძე- ოქრო სსიპ...