16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 18 ივლისს გამოიდარებს. “ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა...

ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

12 ივლისს, 19:00 საათზე, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, მსახიობის და სახალხო არტისტის, ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს: "სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გაცნობოთ, რომ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის N1 ფილიალში: სვანური სახლი კოშკ-მაჩუბი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, სავალალო მდგომარეობაშია და გახლავთ სვანეთის უძველესი კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის სახე ავთენტური ფორმით, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაგეგმილია კომპლექსის სრული კონსერვაცია-რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს...

9-11 ივლისს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...

ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა. ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. კვლევების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის...

ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვეებს ჩაატარებენ

5 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,აფხაზეთიდან დევნილთამრავალპროფილური სკრინინგის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში გეგმავს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს. "ქვეპროგრამა მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალსტთა (ოჯახის ექიმი, თერაპევტ-პულმონოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, რადიოლოგი, ანგიოლოგი) მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის...

5 ივლისს მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...