5 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,აფხაზეთიდან დევნილთამრავალპროფილური სკრინინგის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში გეგმავს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს. "ქვეპროგრამა მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალსტთა (ოჯახის ექიმი, თერაპევტ-პულმონოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, რადიოლოგი, ანგიოლოგი) მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის...
5 ივლისს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...