მუზეუმმა ანსამბლ “რეხეულს“ უმასპინძლა

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა, ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ, ქალთა კამერულ ანსამბლს „რეხეულს“ უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მესტიის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. კონცერტზე მესტიის სალოტბარო სკოლაც წარსდგა სვანური და ქართული საგალობლებით. ქალთა ანსამბლ „რეხეულის“ ხელმძღვანელი, ფოტინე გორდელაძე, ასევე გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო...

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

“სვანეთობა 2025”

სვანეთობის დღესასწაულზე, მესტიის მუნიც8იპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. ცენტრალურ სკვერში განთავსებული იყო პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კულინარიული შედევრები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დასახელებულ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს, სვანეთის მკვიდრს, მსოფლიო...

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება დაიწყო

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება. განაცხადების მიღება გაგრძელდება: რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე. სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე...

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 ივლისს, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

29 ივლისს, “სვანეთობა 2025” გაიმართება

29 ივლისს, დაბა მესტიაში ყველაზე გემრიელი და მრავალფეროვანი ღონისძიება „სვანეთობა 2025" გაიმართება. 13:00 საათიდან, სეტის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები. ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორს, შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სვანური კერძები და...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციისთვის: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული იყო მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდებოდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მომდევნო დღეებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....

რეკომენდაცია რისკის ჯგუფებისთვის – რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის სიცხის დროს?

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...