შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....
„მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები 11 ივნისამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევენ მოწვეული ოფთალმოლოგები: ოფთალმოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი, ექიმები, ნათია ქესანიშვილი, ეკა ერაძე და ქეთი ოქრუაშვილი. აღნიშნული კვლევები შ.პ.ს. „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანების“ და მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. მიღების საათები...
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ...
მესტიაში, ეთნო ფესტივალი ჩატარდება
13, 14, და 15 ივნისს, მესტია უმასპინძლებს უნიკალურ ეთნო ფესტივალს, რომელიც წარმოაჩენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების განსაკუთრებული მოვლენა იქნება ჩირაღდნის ანთება, რაც სიმბოლურად ასახავს საქართველოს ერთობას უწყვეტ ტრადიციებს და სულიერ სიმტკიცეს. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია, ქართული ცეკვის, სიმღერის, გალობის წარმოდგენა. მასტერკლასები, ლექცია, სემინარები და ლიტერატურული კონკურსი. ასევე კულინარია,...