„მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები 11 ივნისამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევენ მოწვეული ოფთალმოლოგები: ოფთალმოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი, ექიმები, ნათია ქესანიშვილი, ეკა ერაძე და ქეთი ოქრუაშვილი. აღნიშნული კვლევები შ.პ.ს. „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანების“ და მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. მიღების საათები...