საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ...
16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი - 1970 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული ლ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას...
კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე, მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.
კალა-უშგულის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
მესტიაში უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება
3 და 4 მაისს, მესტიის საავადმყოფოს ამბულატორიული გაერთიანების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით, უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ შემდეგი მიმართულების ექიმები: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, მამოლოგი/ონკომამოლოგი, თავ-კისრის სიმსივნეების ონკოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი/ონკოგინეკოლოგი. მისამართი: მესტია, გაბლიანის...