31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მესტიაში საკურას დარგვის ცერემონია გაიმართა

დღეს, დაბა მესტიაში, იაპონური ალუბლის ხის - საკურას დარგვის ცერემონია გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკურას ხეები, დაბა მესტიაში, სგიმიერის სკვერში, კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოსა და მესტიის სათავგადასავლო პარკში დაირგო. იაპონური ალუბლის ხეების დარგვის ცერემონიაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მონაწილეობდა იაპონური ალპური კლუბი, იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების სააგენტო და...

მესტიაში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიება უქმდება

მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანი. ვუსამძიმრებთ ნიკოს ოჯახს, მის მეგობრებს, მესტიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს! ნიკოლოზ ფალიანს დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 26 მაისს, დამოუკიდებლობის...

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა, მესტიაში ჩაასვენეს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან. უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო...

უშბაზე ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს, ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Adrenaline ავრცელებს. "დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში

26 მაისს, მესტიაში, სეტის მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 12:00 – 19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა 12:00 – 19:00 საზეიმო ინსტალაციები, საგამოფენო სტენდები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები 12:00 – 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა 14:00 – 14:30 საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია - კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა....

24 მაისამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...

18-19 მაისს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...