1 იანვრიდან ამოქმედდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სიძველისა და სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაუსაფრთხო გარემოს შექმნა, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....