მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პარტნიორობით, უმასპინძლებს ლეო ფილფანის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ დღეებს. 9 ივლისი,19:00 საათი, კინო ჩვენება - დისკუსია; “ხევსურული ბალადა” - რეჟისორი: შოთა მანაგაძე; (მოდერატორი - კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე, სტუმარი - თეატრმცოდნე...