მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

11-18 ივნისს, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. მხატვრის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ისლანდიიდან სამხრეთ აფრიკამდე. საქართველოში ეს მისი პირველი გამოფენაა. გამოფენა ტარდება მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და DMO სვანეთის მხარდაჭერით.