ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში ჩავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ორი ძმა იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...