ნაკრაში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, სამი მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. ნაპოვნია ორი მოზარდის ცხედარი. ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება კიდევ ერთი ახალგაზრდის საპოვნელად.