მესტიაში აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება

აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან....

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...