ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ჩხორიასთან, ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანები.