მესტიაში “გემო ფესტი” მიმდინარეობს

მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ იმართება. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ატარებს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობილია სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, "გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ. „გემო ფესტის” მიზანია საქართველოს...

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.