საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების...
ჯვარი-ხაიშის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. უწყების ცნობით, ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო...
24-25 თებერვალს, მესტიაში, “გემო ფესტი“ ჩატარდება
სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, გემო ფესტი“ გაიმართება. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები. ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი. „მესტია „მასპინძლობს „გემო ფესტს“ რომელიც გასტრონომიული ფესტივალია ტურიზმის წახალისების მიზნით. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებმა...