იდლიანში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში, რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს იდლიანის თემთან დამაკავშირებელ გზას და მისი ღირებულება 1400000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს მესტიის მერის მოადგილე ირაკლი ქურდიანი ადგილზე გაეცნო. "აქვე გაგაცნობთ იდლიანის თემში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს; მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო პირებისგან...