სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბა მესტიაში სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა და განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა. შეიცვალა და აღდგა სავალი ნაწილი, განახლდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, დაიგო მწვანე საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა....