“ოცნების” მესტიის ორგანიზაციას კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. 13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.