მესტიის მუნიციპალიტეტისა და ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტი ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის და სოციალურ სფეროებში ითანამშრომლებენ. დაძმობილებული მუნიციპალიტეტების მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები. დამეგობრების ცერემონიალი მესტიის ლეო ფილფანის...