28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...

ხვალ “USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას

„USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე ბიზნესების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ყაზბეგი, ონი, მესტია, დუშეთი, საჩხერე და...

მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებაზე და აღდგენაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...

ნაკრა-დიზის მონაკვეთზე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სს “ენერგო პრო-ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრა-დიზის მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო, ჩამოვარდა 35 კვტ. ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ტექნიკური ჯგუფის მიერ. დამატებით მობილიზებულია რეგიონული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აღდგენით სამუშაოებში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი...

მესტიაში დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით მიმდინარეობს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის აკრძალულია მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დაბალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დიდთოვლობის გამო სვანეთის გზებზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია. დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი  ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “საზოგადოებას როგორც დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...